თავდაცვის სამინისტროში მასობრივი გათავისუფლების ახალი ეტაპი იწყება - ენმ

საქართველო, თბილისი - 12:50 | 30.01.2017
ნანახია: 2117

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ნუგზარ წიკლაურმა და ბესო შენგელია თავდაცვის სამინისტროში სამოქალაქო პირებისა და ჯარისკაცების მასობრივ გათავისუფლებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს ტენდენცია დიდი ხნის წინ დაიწყო, როცა ქვეყანაში სამხედრო მრეწველობა შეჩერდა.

„თავდაცვის სამინისტროში სამოქალაქო პირებისა და ჯარისკაცების მასობრივი გათავისუფლებები გრძელდება. ეს არის ქართული ჯარის წინაშე ჩადენილი დანაშაული ხელისუფლების მხრიდან , სამინისტროს მხრიდან თავდაცვის მოშლა და დივერსია შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.

ეს არის ერთიანი გეგმის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც მოიშალა თავდაცვის ზღუდეები, სამხედრო მრეწველობა ფაქტობრივად აღარ არსებობს ქვეყანაში, გაუქმებულია ლილოს საინჟინრო ბატალიონები და სხვები“ - განაცხადა წიკლაურმა.

ბესო შენგელიას თქმით კი, ამ ეტაპისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 1 800-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული, 3 800 კადრების განკარგულებაში გადაყვანილი და 15 თებერვლისთვის ელოდებიან 3000 მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას.

„2017 წლის დადგომა 1000 მეტ თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლებით მიულიცა სამინისტრომ. 9 იანვარს 145 სამხედრო გაანთავისუფლეს უაპელაციოდ, 3800 თანამშრომელი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი და ჯერჯერობით მინისტრს ხელი არ მოუწერია. თავდაცვის სამინისტრომ სამ ეტაპიანი „ოპტიმიზაცია“ გამოაცხადა.

პირველი და მეხუთე ბრიგადები გაერთიანდა. სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში მყოფი საინჯინრო ბრიგადა გაუქმდება და ბატალიონად გადაკეთება.

200 მეტი ადამიანი პირდაპირ მოწყობიდან დაითხოვეს საინჯინრო ბრიგადიდან, ამოიკითხეს გვარები ცალკე დააყენეს კეთროვნებივით და დამამცირებლად გაუშვეს სახლში, ასევე საინჯინრო ბრიგადის ორი ბატალიო საერთოდ დაშალეს და 200 ადამიანი ამ ხერხით გაუშვეს სამსახურიდან. კონკრეტული ფაქტები: ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე საინჯინრო - მხარდამჭერი ბატალიონი იყო, სადაც 350 ადამიანი მუშაობდა, ეს ბატალიონი სამი ასეულისგან შედგებოდა, პლიუს ბატალიონის მმართველობა, დაშალეს, სამხედრო უზრუნველყოფის თანამშრომლები მთლიანად გაანთავისუფლეს ასევე ბატალიონის შტაბიდან და ბრიგადიდან სამოქალაქო პირები მთლიანად გაუშვეს.

კონკრეტულ მისამართზე: ჭირნახულის ქუჩა N11 (ლილოს მიმდებარე ტერიტორია) პირდაპირ მოწყობაზე ამოიკითხეს 85 ადამიანის გვარი და უთხრეს თქვენ დათხოვნილი ხართ შეირაღებული ძალებიდან, გეგკრძალებათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნა და სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორიაო.

შიდა საქმეებზე ინფორმაცია რომ არ გავიდეს იძულებით აწერინებენ ხელს სპეციალურ ჟურნალში, რომელსაც ბრიგადა აწარმოებს, ხელმომწერი იღებს ვალდებულებას ინფორმაციის გაუცემლობაზე.

მიზანმიმართულ განთავისუფლებებს ემყარება ისიც რომ სამხედრო მოსამსახურეებს ეუბნებიან წოდებების მიხედვით აიღეთ კომპენსაციები და წადით შეიარაღებული ძალებიდან, თუ ამას არ გააკეთებთ ფიზიოებში ჩაგჭრით შეგნებულადო. ლეიტენანტი - 5000 ლარი; კაპიტანი - 10000 ლარი; მაიორი - 12000 ლარი; ვიცე-პოლკოვნიკი - 15000 ლარი; პოლკოვნიკი 20000 ლარი.

გაუქმებულია კრწანისში, ზემო ფონიჭალის ტერიტორიაზე დისლოცირებული სატანკო ბაზა, ასევე მცხეთის მიმდებარედ დისლოცირებული პირველი ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ასეული დაშალეს, უმეტესობა გაანთავისუფლეს ხოლო დარჩენილი ნაწილი მეოთხე ბრიგადას შეუერთეს. სამხედრო პოლიციაში 21 დეკემბერს სამსახურიდან დაითხოვეს სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის 99 თანამშრომელი, ასევე დასავლეთ ბატალიონის 40 თანამშრომელი (ამას საინფორმაციო საშუალებებთან პირდაპირ აცხადებს აღმოსავლეთ ბატალიონის ყოფილი საქმის მწარმოებელი შოთა მათითაიშვილი).

ასევე 15 თებერვლისთვის ელოდებიან დათხოვნების ახალ ეტაპს. გენშტაბის ახალი უფროსი ჩაჩიბაია მიზანმიმართულად ანადგურებს ქართულ ჯარს“ - აღნიშნა შენგელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე