თურქეთი საბერძნეთის მიერ სამხედროების გადაცემის უარის გამო აღშფოთებულია

საქართველო, თბილისი - 10:58 | 27.01.2017
ნანახია: 1276

თურქეთის ხელისუფლება საბერძნეთის მიერ თურქი სამხედროების გადაცემის უარის გამო აღშფოთებულია. როგორც ცნობილია, საბერძნეთის სასამართლომ რვა თურქი სამხედროს ექსტრადირებაზე, რომლებმაც გადატრიალების მდელობის შემდეგ თავი საბერძნეთს შეაფარეს, უარი განაცხადა. თურქეთმა ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

თურქეთის ხელისუფელება სამხედროებს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და მათ დაუყოვნებლივ ექსტრადიციას მოითხოვს.

სამხედროები, რომლებმაც ქვეყანა ვერტმფერნით დატოვეს, ბრალდებას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ბერძენი მოსამართლის განცხადებით, სამხედროებს თურქეთში უსამართლო  განაჩერნი ელოდებათ.

თურქეშთი შეიარაღებული ამბოხი 2016 წლის 15-16 ივლისს მოხდა. არეულობის დროს 250 -მდე ადამიანი დაიღუპა. გამოძიების პროცესში ათასობით ადამიანი დააკავეს. ხელისუფლება გადატრიალების ორგანიზებაში ამერიკაში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე