მექსიკის პრეზიდენტმა ამერიკაში ვიზიტზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 10:08 | 27.01.2017
ნანახია: 1343

მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ განაცხადა, რომ ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტზე უარს ამბობს, სადაც ის თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს უნდა შეხვედროდა.

ვიზიტის გაუქმების შესახებ გადწყვეტილება მექსიკის მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ნიეტომ უმჯობესია უარი თქვას აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზე, თუ მექსიკა შეერთებული შტატების საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე უარს იტყვის.

ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ თეთრ სახლს, იმის შესახებ, რომ მე არ დავესწრები აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრას, რომელიც მომდევნო სამშაბათისთვის იყო დაგეგმილი”, - დაწერა მექსიკის პრეზიდენტმა ”ტვიტერში”.

მანამდე პენია ნიეტომ გააკრიტიკა ტრამპის განკარგულება ორ ქვეყანას შორის საზღვართან კედლის მშენებლობის შესახებ და განაცხადა, რომ მექსიკა მისი მშენებლობის ხარჯებს არ გაიღებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე