ტრამპის მთავარმა მრჩეველმა მედიას გაჩუმება ურჩია

საქართველო, თბილისი - 09:57 | 27.01.2017
ნანახია: 1344

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავარმა მრჩეველმა  სტრატეგიულ საკითხებში სტივენ ბენონმა ქვეყნის ძირითად მედიას ”ოპოზიციური პარტია” უწოდა და მათ გაჩუმებისკენ მოუწოდა.

გაზეთ  New York Times-თვის მიცემულ ინტერვიუში ბენონმა განაცხადა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები შერცხვნენ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შესახებ სწორი პროგნოზის გაკეთების უუნარობის გამო, როდესაც მხარს ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიას უჭერდნენ.

”მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა უნდა იგრძნონ სირცხვილი და დამცირება, გაჩუმდნენ და უბრალოდ მოუსმინონ”, - აღნიშნა ტრამპის მთავარმა მრჩეველმა.

”მედია ჩვენთან ოპოზიციური პარტიაა. არადემოკრატიული პარტია. მათ არ ესმით ამ ქვეყნის. და ისინი დღემდე ვერ ხვდებიან რატომ გახდა დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტი”, - დასძინა ბენონმა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს 62 წლის სტივენ ბენონი ტრამპის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. 2016 წლის ნოემბერში ის არჩეული პრეზიდენტის მთავარ სტრატეგად და უფროს მრჩევლად დაინიშნა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე