რუსები სირიელ ქურთებს ავტონომიას სთავაზობენ

საქართველო, თბილისი - 14:00 | 26.01.2017
ნანახია: 1403

რუსეთის მიერ შემუშავებული სირიის კონსტიტუციის პროექტი არაბულ რესპუბლიკაში ქურთული ავტონომიის შექმნასაც ითვალისწინებს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსს“ სირიის ოპოზიციიდან აცნობეს. მათივე თქმით, დოკუმენტის თანახმად, სირია უნიტარულ სახელმწიფოდ უნდა დარჩეს, შარიათის კანონები უნდა გაუქმდეს, პრეზიდენტს კი მეორე 7-წლიანივადით არჩევა უნდა აეკრძალოს. ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტის პოსტის დაკავების უფლება არამხოლოდ მუსლიმანებს მიეცემათ. რუსეთმა სირიის ოპოზიციას კონსტიტუციის პროექტი ასტანაში გამართულ მოლაპარაკებებზე გადასცა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე