ტრამპის პოლიტიკის გამო ყოფილი სახელმწიფო მდივანი მზად არის მუსულმანი გახდეს

საქართველო, თბილისი - 13:19 | 26.01.2017
ნანახია: 1506

ლტოლვილებისა და მიგრანტების მიმართ დონალდ ტრამპის პოლიტიკის გამო აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი მზად არის მუსულმანი გახდეს. ამის შესახებ მან  Twitter-ში დაწერა.

”გავიზარდე კათოლიკედ,  შემდგე გავხდი ეპისკოპალური ეკლესიის მრევლი, მოგვიანებით კი გავიგე, რომ ჩემი ოჯახი ებრაული იყო. მზად ვარ დავრეგისტრირდე მუსულმანად სოლიდარობის ნიშნად”, - წერს 79 წლის პოლიტიკოსი.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ განკარგულებას მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ, ერთ-ერთი ქვეყნიდან ამერიკის კანონების დარღვევის შემთხვევაში არალეგალების გაძევებას ითვალისწინებს. მეორე განკარგულებით კი მექსიკის საზღვართან კედელი აშენდება, რომლის დაფინანსებასაც ტრამპი მექსიკას აკისრებს.

მოგვიანებით ასევე ცნობილი გახდა, რომ ტრამპი დროებით აკრძალავს აშშ-ში ლტოლვილების შესვლას, ასევე შეაჩერებს ვიზების გაცემას სირიის, იემენის, ერაყისა და ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

მადლენ ოლბრაიტი პირველი ქალი გახდა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე. ის ამ პოსტს ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს 1997-2001 წლებში იკავებდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე