ტორნადომ აბაზანაში დამალული ქალი ტყისკენ გაიტაცა

საქართველო, თბილისი - 12:35 | 26.01.2017
ნანახია: 1655

ტეხასში ძლიერმა ტორნადომ აბაზანა, რომელსაც თავს ხანდაზმული ქალი აფარებდა, მოგლიჯა და ტყეში გაიტაცა. ამის შესახებ Washington Post-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ტორნადომ, რომლის სიჩქარეც 210 კმ/სთ-ს შეადგენდა,  სახლი მთლიანად დაანგრია.

დაზარალებულის თქმით, ტორნადოს საფრთხის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ის აბაზანაში დაიმალა, მაგრამ ძლიერმა სტიქიამ მისი სახლი მთლიანად დაანგრია და აბაზანა ახლოს მდებარე ტყეში გადააგდო.

ემოციური შოკის მიუხედავად, ქალს ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია. ”ეს ყველაზე საოცარი ისტორიაა, ტორნადოსგან გადარჩენილების შესახებ”, -წერს Washington Post-ი.

21-22 იანვარს ამერიკის სამხრეთ შტატებს თავს რამდენიმე ძლიერი ტორნადო დაატყდა. სტიქიას 19 ადამიანი ემსხვერპლა.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე