ტრამპი: აშშ-ს ნავთობის საბადოებზე კონტროლი რომ დაემყარებინა, ”ისლამური სახელმწიფო” არ ჩამოყალიბდებოდა

საქართველო, თბილისი - 10:30 | 26.01.2017
ნანახია: 1549

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ”ისლამური სახელმწიფოს” ჩამოყალიბების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ კი აშშ რეგიონში არსებულ ნავთობის საბადოებზე კონტროლს დაამყარებდა.

”ნავთობზე კონტროლი რომ გვქონოდა, ”ისლამური სახელმწიფო არ იქნებოდა. ის მისგან მიღებული შემოსავლებითა და ფულით არსებობს”, - განაცხადა ტრამპმა АВС-თვის მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან, ტრამპმა ექსპერტებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ასეთი ქმედება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა იქნებოდა, სულელები უწოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე