ბარმენმა შეცდომით კლიენტებს კაუსტიკური სოდის ხსნარი დაუსხა

საქართველო, თბილისი - 15:09 | 24.01.2017
ნანახია: 1421

ბარმენმა შეცდომით კლიენტებს წყლის ნაცვლად ნატრიუმის ჰიდროქსიდი დაუსხა, რის შემდეგაც ისინი შინაგანი ორგანოების ძლიერი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა იტალიის ქალაქ გენუაში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი დაწესებულების თანამშრომელმა  ორი ჭიქა ჩვეულებრივი წყლის შეკვეთა მიიღო, მას ბოთლი აერია, რომელშიც წყლის მაგივრად გამწმენდი საშუალებისა  და კაუსტიკური სოდის ხსნარი იყო.

ახალგაზრდა წყვილმა ყელსა და საყლაპავ მილში ძლიერი წვა იგრძნო. ისინი სასწრაფოდ საავდმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ბარმენს ბრალი ჯანმრთელობისთვის არაგანზრახ ზიანის მიყენებისათვის წაუყენეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე