ბაღდადში ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:13 | 24.01.2017
ნანახია: 1149

ექვსი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ერაყის დედაქალაქის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად. როგორც მედიას ერაყის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა განუცხადა, დანაღმული ავტმობილი აფეთქდა.

აფეთქება   ან-ნაჰდას სავაჭრო რაიონში მოხდა. ქვეყანაში ”ისლამური სახელმწიფოს” ქმედებების გამო დაძაბული ვითარება კვლავ შენარჩუნებულია. მებრძოლები ხშირად აწყობენ ტერაქტებს, რომლის მსხვერპლი ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა ხდება.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე