საშინელებათა ფილმის გმირი ტელევიზორიდან გამოძრვა - რა მოხდა ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიაში? (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 13:40 | 24.01.2017
ნანახია: 1606

ნიუ-იორკის ერთ-ერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიის მომხმარებლები ინსცენირების მსხვერპლნი გახდნენ, რომელიც საშინელებათა ფილმის ”ზარი 3”-ის ტრეილერის პრეზენტაციის ფარგლებში დაიდგა.

 ინსცენირების ორგანიზატორებმა  გოგონას ფილმის მთავარი გმირის სამარას გრიმი გაუკეთეს და ერთ-ერთი ტელევიზორის უკან დამალეს. მომხმარებლებს იწვევდნენ სტენდთან, შემდეგ კი  ყველა ეკრანზე მოულოდნელად ჩნდებოდა ფილმის მთავარი გმირის გამოსახულება. ამ მომენტში მსახიობი ძვრებოდა ტელევიზორიდან და მყიდველების შეშინებას ცდილობდა.

გოგონას დანახვაზე მაღაზიის მომხმარებლები ყვიროდნენ და შეშინებულები გაქცევას ცდილობდნენ.

 







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე