Facebook-ის პირდაპირ ეთერში ქალი გააუპატიურეს

საქართველო, თბილისი - 10:22 | 24.01.2017
ნანახია: 1494

შვედეთში სამი მამაკაცი ქალაქ უფსალას მკვიდრის გაუპაუტიურებისათვის დააკავეს. ძალადობის სცენა Facebook-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

უფსალას პოლიციას ამის შესახებ ქალაქის მცხოვრებმა იოზეფინ ლუნდგრენმა შეატყობინა და განუცხადა, რომ  Facebook-ის დახურულ ჯგუფში ჯგუფური გაუპატიურების სცენა პირდაპირ ეთერში ნახა.

პოლიციამ დაადასტურა ,რომ მისმა თანამშრომლებმა ეს ჩანაწერი აღმოაჩინეს. ცნობილია, რომ დახურულ ჯგუფში რამდენიმე ათეულობით ათასი ადამიანია გაწევრიანებული.

პოლიციის ინფორმაციით. უფსალას ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიაგნეს 19-დან 25 წლამდე ასაკის სამ მამაკაცსა და ერთ ქალს. შვედური პრესის ინფორმაციით, ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც შვედეთის სახელმწიფო ტელევიზია SVT იუწყება, სახლში პოლიციელების შესვლის მომენტში მამაკაცები უკვე სხვა ვიდეოს იღებდნენ.

სამივე მამაკაცი დააკავეს. შვედეთის პოლიცია ამ მომენტისთვის მათ მოქალაქეობასა და წარმომავლობას არ ასახელებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე