ფერმერებმა ევროკავშირის შტაბბინასთან აქცია მოაწყვეს

საქართველო, თბილისი - 10:05 | 24.01.2017
ნანახია: 1181

მასშტაბური საპროტესტო აქცია ბრიუსელში. რძის პროდუქტების მწარმოებელმა ფერმერებმა ევროკავშირის შტაბბინასთან პროდუქციის გაიაფება გააპროტესტეს. მათ შენობის წინ ტონობით მშრალი რძე დაყარეს.

აქციაში მონაწილეობას ათობით ბელგიელი, გერმანელი, ფრანგი, ჰოლანდიელი და ლიტველი ფერმერი იღებდა. რძის პროდუქციის გაიაფება ევროკომისიის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლის თანახმადაც მშრალი რძის მარაგი გასაყიდად გამოიტანეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე