თილერსონი სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცეს

საქართველო, თბილისი - 09:21 | 24.01.2017
ნანახია: 1207

რექს თილერსონი აშშ პირველი დიპლომატის პოსტზე დაამტკიცეს. მის კანდიდატურას მხარი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დაუჭირა. თილერსონს ხმა კომიტეტის 11-მა რესპუბლიკელმა წევრმა მისცა, წინააღმდეგ კი 10 დემოკრატი წევრი გამოვიდა. იმისათვის, რომ უფლებამოსილების შესრულებას შეუდგეს, თილერსონის კანდიდატურა სენატში უნდა გავიდეს კენჭისყრაზე. მას მხარი 100-დან 51-მა სენატორმა უნდა დაუჭიროს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე