1939 წელს გამოშვებული Mercedes-Benz-ი Sotheby"s-ის აუქციონზე 6,6 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 15:37 | 23.01.2017
ნანახია: 1260

უნიკალური ავტომობილი Mercedes-Benz-ი, რომელიც 1939 წელს არის დამზადებული, აშშ-ში Sotheby"s-ის აუქციონზე 6,6 მლნ დოლარად გაიყიდა.

აუქციონის სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ 540К Special-ის მოდელის ხაზით გამოშვებულია 25 როდსტერი  - ორადგილიანი ავტომობილი ასახდელი სახურავით. გასაყიდად გამოტანილი მოდელი 1939 წელს დამზადდა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ავტომობილი საბჭოთა დიპლომატებს ჩაუვარდათ ხელში, რომლებმაც ის მოსკოვში ჩაიყვანეს.

მოსკოვში მანქანა ცნობილმა კოლექციონერნა და რესტავრატორმა არტურ ლეშტინმა შეიძინა. მოგვიანებით მანქანა შვედ თარჯიმანს ალფ იოჰანსონს მიჰყიდეს, რომელიც 1967 წელს შვედეთში ამ ავტომობილით გაემგზავრა.

სერია 540К-ის ”მერსედესის” ავტომობილი პირველად 1936 წელს წარმოადგინეს და ის გერმანიის ომამდე პერიოდის ავტოწარმოების მწვერვალად არის მიჩნეული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე