ჩინეთში ყოფილ ჩინოვნიკს 16 მლნ დოლარის ქრთამის აღებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველო, თბილისი - 15:00 | 23.01.2017
ნანახია: 1291

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს სუ ჟუნს 15,82 მლნ დოლარის ქრთამის აღებისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ჩინური მედიის ცნობით, მას ჩამოერთვა ქონებაც.

სასამართლოს დადგენილებით, სუ ჟუნი 2002-2014 წლებში სხვადასხვა თანამდებობებზე ყოფნისას, ბოროტად იყენებდა სამსახურეობრივ მოვალეობებს და პირადად ან ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ქრთამს იღებდა. სუ ჟუნი განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს.

კორუფციასთან ფარტომასშტაბიანი ბრძოლა 2012 წელს ხელისუფლებაში სი ცზინპინის მოსვლის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ ათასობით თანამდებობის პირი კორუფციისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე