ჰონკონგში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 13:57 | 23.01.2017
ნანახია: 1223

ათობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ჰონკონგში სამშენებლო მოედნის ტერიტორიიდან და მის მიმდებარე შენობებიდან მეორე მსოფლიო ომისდროინდელი 220 კგ-იანი ბომბის აღმოჩენის გამო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბომბი ქალაქის სამხრეთ ნაწილში, სამშენბლო სამუშაოების შესრულების დროს იპოვეს. ადგილზე მივიდნენ გამნაღმველები.

”ობიექტის წინასწარი დათვალიერებით გაირკვა, რომ ეს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი  ამერიკული ბომბია, რომელიც 500 ფუნტს იწონის და 120 სანტიმეტრის სიგრძისაა”, - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ბომბის გადატანა ძალიან სახიფათოა, ამიტომ ტერიტორია 400 მეტრის რადიუსის ფარგლებში შემოსაზღვრეს, რათა ბომბის გაუვნებელყოფა ადგილზევე განოხრციელდეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე