პრემიერმა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე ენმ-ის წევრი საბოტაჟში დაადანაშაულა

საქართველო, თბილისი - 14:07 | 26.10.2015
ნანახია: 1806

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთვარობის ადმინისტრაციაში იმართება პრემიერ მინისტრსა და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ  ტარიელ ლონდარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.   

მთავრობის ადმინისტრაციაში, მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის 3 დეპუტატი დასასწრებად მივიდა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი, ტარიელ ლონდარიძე შეუშვეს.

ტარიელ ლონდარიძე შეეცადა დღის წესრიგთან დაკავშირებით გარკვეული საკითხი გაერკვია, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა მას მიმართა, რომ ცდილობს საბჭოს მუშაობაში "ქაოსისა და დაპირპისპირების" შეტანას,"თუ შემოხვედით იმისთვის, რომ დებოში ატეხოთ, დატოვეთ სხდომა. სახელმწიფო კომისიის სხდომაა და ნუ შემოგაქვთ ქაოსი და დაპირისპირება. დაელოდეთ და მოგცემთ სიტყვას. უფლება არ გაქვთ, ასე ისაუბროთ", - მიმართა პრემიერმა ლონდარიძეს, რის შემდეგაც მან სხდომა დატოვა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ იმ ადამიანების სია, რომლებიც სხდომას უნდა დასწრებოდნენ როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასევე მთავრობის ადმინისტრაციას მიაწოდეს. ხმაური მას შემდეგ ატყდა, რაც პრემიერმა სხდომაზე დაშვებული ენმ-ის წევრი საბოტაჟში დაადანაშაულა და სხდომის დატოვება მოსთხოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე