ასადი პალმირას დაკარგვაში ამერიკელებს ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 17:54 | 20.01.2017
ნანახია: 1373

ამერიკელები ტერორისტების შესაჩერებლად არაფერს აკეთებენ. ამის შესახენ სირიის მოქმედმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა.

„ისლამური სახელმწიფო ამერიკელების პროდუქტია. თავიდან ისლამისტები მხოლოდ ერაყში იყვნენ, შემდეგ კი სირიაში გადმოინაცვლეს. ის, რომ აშშ მათ შესაჩერებლად არაფერს აკეთებს, თუნდაც პალმირას მაგალითზე ჩანს. ამ რაიონში ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების სიმრავლისა და დაზვერვის მიუხედავად, ტერორისტებმა უსაფრთხოდ გაიარეს უდაბნო და ქალაქი აიღეს,“ - აღნიშნა ასადმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე