პარიზის მეტროში უცნობი პირი მგზავრებს დანით თავს დაესხა

საქართველო, თბილისი - 16:35 | 20.01.2017
ნანახია: 1566

პარიზის მეტროში უცნობი პირი მგზავრებს რამდენჯერმე დანით თავს დაესხა.

როგორც გამოცემა Parisien-ი წერს, პირველი ინციდენტისას უცნობმა პირმა მამაკაცს დანა სამჯერ დაარტყა, შემდეგ კი Riquet-ის სადგურზე ვაგონიდან გადახტა. დაზარალებულს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემურქება.

ნახევარი საათის შემდეგ კი ერთ-ერთმა მგზავრმა პარიზის მეტროპოლიტენის თანამშრომლებს Jacques Bonsergent-ის სადგურზე მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ აცნობა. ერთი საათის შემდეგ კი Gare de l'Est-ის სადგურზე უცნობი თავს კიდევ ორ ადამიანს დაესხა. ყველა შემთხვევაში თავდამსხმელის აღწერილობა ერთმანეთს დაემთხვა.

თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. გამოძიებას ტრანსპორტის რეგიონალური პოლიცია აწარმოებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე