ახალგაზრდა მამაკაცი ნიანგმა შეჭამა

საქართველო, თბილისი - 15:33 | 20.01.2017
ნანახია: 1867

უბედური შემთხვევა ავსტრალიაში - კაკადუს ეროვნულ პარკში ახალგაზრდა მამაკაცი ნიანგმა შეჭამა.

ტელეკომპანია ABC-ის ცნობით, მამაკაცი პარკში ორ ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა. მათ მდინარის ფეხით გავლა გადაწყვიტეს.

ქალებმა მეორე ნაპირამდე მშვიდობიანად გააღწიეს, მამაკაცი, კი, რომელიც მათ უკან მოჰყვებოდა, გაუჩინარდა.

მაშველებმა მისი სხეულის ფრაგმენტები შემთხვევის ადგილიდან 2 კილომეტრში აღმოაჩინეს, 3,5 მეტრიანი ნიანგი კი, რომელსაც მამაკაცი თითქმის ნახევრად ჰყავდა შეჭმული, ადგილზე მოკლეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე