ჩხუბი თურქეთის პარლამენტში

საქართველო, თბილისი - 14:55 | 20.01.2017
ნანახია: 1390

თურქი კანონმდებლები ერთმანეთს ფიზიკურად კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ გაზეთი Hurrieyt იტყობინება. დაპირისპირება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც დამოუკიდებელმა დეპუტატმა აილინ ნაზლიაკამ ტრიბუნაზე თავი ხელბორკილით მიიბა. ამ ფორმით მან პროტესტი საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოუცხადა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ ერდოღანს უფლებამოსილება უნდა გაეზარდოს. მმართველი გუნდის წევრებმა ტრიბუნიდან დეპუტატის გაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, რის გამოც მათ ოპოზიციის დეპუტატები დაესხნენ თავს. ხელჩართული ჩუბისას ორი ქალი დეპუტატი დაშავდა. ორივე მათგანი სხდომათა დარბაზიდან საკაცით გაიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე