ვაშინგტონში პოლიციამ ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე აეროზოლი გამოიყენა

საქართველო, თბილისი - 13:02 | 20.01.2017
ნანახია: 1309

ვაშინგტონში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ გაზი გამოიყენა. ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე ამერიკის დედაქალაქში ტრამპის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. არეულობა ბიზნეს-ცენტრის Press Club -ის შენობასთან მოხდა, სადაც ტრამპის მომხრეების წვეულება იმართებოდა. შორიახლოს ახალი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ.  პოლიცია იძულებული გახდა, დაპირისპირებული მხარეების წინააღმდეგ წიწაკის აეროზოლი გამოეყენებინა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  

ინაუგურაციის სამზადისის პარალელუარდ, ამერიკის ქალაქებში ტრამპის წინააღმდეგ გამოსვლები მიმდინარეობს. აქციებში მონაწილეობენ ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავებიც. ვაშინგტონში, სადაც ინაუგურაცია უნდა გაიამრთოს, ათასობით პოლიციელია მობილიზებული. 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე