ჯანი ბუკიკიო ხვალ საქართველოს პარლამენტს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 17:27 | 19.01.2017
ნანახია: 1229

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და კომისიის მდივანი ტომას მარკერტი ხვალ საქართველოს პარლამენტს ეწვევიან და შეხვედრებს გამართავენ.
კერძოდ, პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გაიმართება, რის შემდეგაც პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. 
დაგეგმილია შეხვედრა საპარლამენტო ფრაქციასთან ”საქართველოს პარტიოტები“ და საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებთან. 
ვიზიტის ფარგლებში, ჯანი ბუკიკიო და ტომას მარკერტი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შეხვდებიან. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე