აბაშის მუნიციპალიტეტში მდინარე ნოღელაზე ხიდი აშენდა

საქართველო, თბილისი - 17:10 | 19.01.2017
ნანახია: 1194

აბაშის მუნიციპალიტეტში მდ. ნოღელაზე კაპანის უბანში 15 მეტრიანი ხიდი გაკეთდა - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, ხიდი მოსახლეობას საძოვართან და სასოფლო-სამეუნეო სავარგულებთან აკავშირებს. ადგილობრივების გარდა, ხიდით სოფლების ძველი აბაშისა და ნოოხაშის მოსახლეობაცისარგებლებს.

დასრულებული სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა ვახტანგ გაბელაიამ, გია კუციამ და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმადაათვალიერეს.

პროექტის მთლიანი ღირებულება 14 446 ლარია და სამუშაოები შპს „აბაშის საგზაო სამმართველომ" შეასრულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე