სასულიერო პირის სახლიდან ჩხრეკის შედეგად მარიხუანა ამოიღეს

საქართველო, თბილისი - 14:28 | 19.01.2017
ნანახია: 1448

„ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის“ ინფორმაციით, ქუთაისში, სასულიერო პირის სახლიდან ჩხრეკის შედეგად მარიხუანა ამოიღეს.       

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედატა მონასტრისდიაკონმა გიორგი ჯახუამ „გირჩის“ ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანაფს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იყენებდა. მისი თქმით, C ჰეპატიტით, დიაბეტითა და ავთვისებიანი სიმსივნითაა დაავადებული.
გიორგი ჯახუამ სამართალდამცველები უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ პოლიციელებმა ორ ძირ კანაფთან ერთად, ანტიკვარული ნივთი წაიღეს.
სასულიერო პირის განცხადებას „გირჩის“ ქუთაისის ოფისის ხელძღვანელი თემურ ცამციშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეგიონებში მსგავსი შემთხვევები გახშირდა. 
დიაკონის უფლებებს „გირჩის“ იურისტი დაიცავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე