ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია ტურნირს გამოეთიშა

საქართველო, თბილისი - 14:27 | 19.01.2017
ნანახია: 1245

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა. მეორე წრეში სერბმა მოულოდნელად უზბეკ დენის ისტომინთან წააგო. შეხვედრა მელბურნ-პარკის კორტებზე (7:6, 5:7, 2:6, 7:6. 6:4) დასრულდა.

მსოფლიო მეორე ჩოგანისთვის ეს 2014 წლის შემდეგ Australian Open-ზე პირველი დამარცხებაა. 29 წლის ისტომინი ATP-ს რეიტინგში დღეისათვის 117-ე ადგილს იკავებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე