კაცხის მონასტრისა დამიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია

საქართველო, თბილისი - 12:52 | 19.01.2017
ნანახია: 1100

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი,კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - კაცხის მონასტრის -  სარესტავრაციო–საკონსერვაციო სამუშაოებსა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის ზონების მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე  ფონდის აღმასრულებელი დირექტორთანგალაქტიონ ბუაძესთან და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად გაეცნო.

რეაბილიტაცია, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით,  რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. მისი ღირებულება  მილიონ ლარსაჭარბებს.

კაცხის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ითვალისწინებს: მონასტრის გარე ფასადსა და ინტერიერში დაზიანებული ადგილების აღდგენასა და საჭიროების შემთხვევაში დაკონსერვებას.

ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების პარალელურად,  სოფელ კაცხში, სამონასტრო კომპლექსის წინ შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  ტურისტული ცენტრი, რომელიც სრულად აღიჭურვება, გამართული საქმიანობისთვის საჭირო ავეჯით. პროექტი ითვალისწინებს ღია ტერასის მოწყობას, წყაროს აღდგენა-მოპირკეთებას, ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, გარე წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების მონტაჟსა და ფერდზე, ტურისტებისთვის გადასახედი, ღია აივნის მოწყობას.  ასევე გამოყოფილია ადგილი ავტოსადგომისთვის.  პროექტის დასრულება მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება.

პროექტის დასრულების შემდეგ, სამონასტრო კომპლექსთან გაუმჯობესდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც მეტ ტურისტს მოიზიდავს. ეს  კი თავისმხრივ ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე