გიორგი კვირიკაშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 12:04 | 19.01.2017
ნანახია: 1115

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერი დღეს ”აბრეშუმის გზის” შესახებ პანელზე სიტყვით გამოვა. 
წელს ფორუმი იმართება დევიზით - "პასუხისმგებლიანი ლიდერობა" და მისი წამყვანი თემა იქნება "მეოთხე სამრეწველო რევოლუცია".
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფორუმზე, მსოფლიოს ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე