ამომრჩეველთა 32%-ის გადაწყვეტილებაზე გავლენა მრევლისა და მღვდლის პოლიტიკურმა შეხედულებებმა მოახდინა, - NDI

საქართველო, თბილისი - 12:33 | 18.01.2017
ნანახია: 1179

როვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისულთა 32%-ის გადაწყვეტილებაზე, მნიშვნელოვანი გავლენა მრევლისა და მღვდლის პოლიტიკურმა შეხედულებებმა მოახდინა.

NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე პასუხი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო გავლენა მოახდინეს შემდეგმა ფაქტორებმა, პროცენტულად ასე გადანაწილდა:

მრევლის და მღვდლის პოლიტიკური შეხედულებები - მნიშვნელოვანი (32%), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო (15%), უმნიშვნელო (46%).

პოპულარული ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები - მნიშვნელოვანი (30%), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო (12%), უმნიშვნელო - 53%.

თქვენი თანამშრომლების და დამსაქმებლის პოლიტიკური შეხედულებები - მნიშვნელოვანი (21%), არც მნიშვნელოვანი, არც უმნიშვნელო - 14%, უმნიშვნელო - 48%

კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე