ლექსო თამაზაშვილი: ჩვენი ზიზღი და შურისძიების წყურვილი არსად გამქრალა

საქართველო, თბილისი - 18:07 | 25.10.2015
ნანახია: 1610

ჩვენი ზიზღი თქვენი დანაშაულებებისადმი და შურისძიების წყურვილი არსად გამქრალა, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი Facebook-ში

“ 2012 წელს ბატონმა ბიძინამ საჯაროდ განაცხადა, რომ "ჩვენ არ მოვექეცით ნაციონალურ მოძრაობას ისე, როგორც ისინი იმსახურებენ...". ნამდვილად სწორი და სახელმწიფოებრივი პოზიცია დაფიქსირდა მაშინ... 2012 წელს ჩვენმა კოალიციამ და მხარდამჭერებმა შევძელით და ვაჯობეთ ჩვენს თავს, რაც გამოიხატა იმაში, რომ ის დაგროვილი პირადი ზიზღი თუ სიძულვილი დამნაშავეთა მოძრაობის მიმართ დავძლიეთ. მე პირადად მზად ვიყავი, ერთ დღესაც მეგებებინა პასუხი ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისთვის, დედაჩემის, ჩემი დების თითოეული ცრემლი ჩემს გადაწყვეტილებას უფრო და უფრო ამყარებდა... ყოველი დილა ამ აზრით თენდებოდა...სამწუხარო რეალობაა ის, რომ უკანონოდ დასჯილი ოჯახი 100000-ობით იყო...ამ ოჯახების თითოეულ წევრს ზუსტად ის ემოციები და შურისძიების სურვილი კლავდა, რაც მე. ჩვენ ყველამ უარი ვთქვით მორიგ სისხლისღვრაზე ქვეყანაში და ველოდებით სამართლებრივ დასჯას დამნაშავეების. ექს მთავარსარდლის და მისი მონების გასაგონად ვაცხადებ, რომ ჩვენი ზიზღი თქვენი დანაშაულებებისადმი და შურისძიების წყურვილი არსად გამქრალა! საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ უარი თქვა ქვეყანაში სისხლისღვრაზე და ეს ნაბიჯი ჩვენს სისუსტედ და უუნარობად ჩათვალეთ! პირველივე არეულობის მოწყობის მცდელობას მოყვება სახელმწიფოს მხრიდან დროული და მკაცრი რეაგირება, რაც თქვენი დამნაშავეთა მოძრაობის დასასრულის დასასრული იქნება!”, - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე