დიდი ძალისხმევა მოუწევთ იმისთვის, რომ ორად გაყოფილი ჯგუფი რამეს დაემსგავსოს - დავით ნარმანია ენმ-ის შესახებ

საქართველო, თბილისი - 12:25 | 16.01.2017
ნანახია: 1460

თბილისის მერს დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” პრაქტიკულად დაშლილიადა ორად გაყოფილი ჯგუფის ფეხზე დასადგომად, დიდი ძალისხმევაა საჭირო. 

”ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის ნიშანდობლივია ის, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” პრაქტიკულად არის დაშლილი. მათ, ალბათ, ძალიან დიდი ძალისხმევა მოუწევთ იმისთვის, რომ ორად გაყოფილი ჯგუფი რამეს დაემსგავსოს და დადგეს რეალურად ფეხზე. ვნახოთ, რას გააკეთებენ ოპონირების ნაწილში”, - განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე