ჯგუფ Tower of Power-ის მუსიკოსებს მატარებელი დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 11:44 | 13.01.2017
ნანახია: 1308

აშშ-ში მატარებელი ცნობილი ჯგუფის Tower of Power-ის ორ მუსიკოსს დაეჯახა. დაშავებულები კლინიკლაში გადაიყვანეს.

”ასოშიეიტედ პრესის” ცნობით, ინციდენტი ქალაქ ოკლენდის სარგინიგზო სადგურთან მოხდა. სადგური კლუბთან ახლოს მდებარეობს, სადაც მუსიკოსები უნდა გამოსულიყვნენ.

ჯგუფის მენეჯერმა დაადასტურა, რომ დაშავდა დრამერი დევიდ გარიბალდი და ბას-გიტარისტი მარკ უეგენინგენი.

ჯერჯერობით უცნობია, მუსიკოსები შემთხვევის ადგილზე როგორ აღმოჩნდნენ. ცნობილია, რომ ზოგიერთი ქუჩა დაყოფილია სარკინიგზო განშტოებებით, რომლებზეც ადგილობრივები ხშირად ფეხით გადაადგილდებიან.

ჯგუფი Tower of Power-ი სხვადასხვა შემადგენლობით 1968 წლიდან გამოდის. ჯგუფს 18 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.  

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე