მიხეილ გიორგაძე იაკობ გოგებაშვილის იუბილისადმი მიძღვნილ გამოფენას "დედაენელები" დაესწრება

საქართველო, თბილისი - 10:48 | 25.10.2015
ნანახია: 2038

თბილისის ისტორიის მუზეუმში, დღეს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იაკობ გოგებაშვილის 175 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გამოფენას "დედაენელები" დაესწრება. 

ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების, მეცნიერებათა აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, კულტურის სფეროს მოღვაწეები, სხვა მოწვეული სტუმრები.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ადამიანების ბავშვობის ფოტოები ჩანაწერით, თუ რას ნიშნავს მათთვის “დედაენა”, ან როგორი იყო ამ წიგნთან მათი პირველი შეხება.

ღონისძიება “დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა” და იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების მხარდაჭერით იმართება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ "დედაენის" ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წლის აპრილში მიანიჭა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე