მასობრივი ჩხუბი თურქეთის პარლამენტში (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 12:29 | 12.01.2017
ნანახია: 1362

თურქმა დეპუტატებმა პარლამენტის სხდომაზე მასობრივი ჩხუბი მოაწყვეს. მმართველი პარტიის წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ქვეყნის კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის საკითხის განხილვისას მოხდა.

ცვლილებების პროექტი პარლამენტში მმართველმა პარტიამ შეიტანა.

ჩხუბი იმ დროს დაიწყო, როდესაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ტრიბუნის ბლოკირება სცადეს, რასაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. რამდენიმე ადამიანმა ტრავმაც მიიღო. მმართველი - სამართლიანობისა და განვითარების პარტიის  ხელმძღვანელის მოადგილეს ფათიჰ შაჰინს ცხვირი გაუტყდა. ჩხუბის დროს დაზიანდა მიკროფონები და სკამები, რომლებსაც დეპუტატები ერთმანეთს ესროდნენ.

თურქეთის პარლამენტი კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის საკითხს რეფერენდუმზე გაიტანს, თუ კი მას მხარს 330-ზე მეტი დეპუტატი დაუჭერს.

ოპოზიცია ერდოღანს ერთპიროვნული მმართველობის ჩამოყალიბების მცდელობაში ადანაშაულებს.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე