მამაკაცმა და მისმა ქალიშვილმა ღია ზღვაში ერთ თვეზე მეტი გაატარეს

საქართველო, თბილისი - 11:53 | 12.01.2017
ნანახია: 1295

ახალი ზელანდიის მცხოვრებმა და მისი 6 წლის ქალიშვილმა ღია ზღვაში დაზიანებული იახტით ერთ თვეზე მეტი გაატარეს.

”როიტერის” ინფორმაციით, ალან ლენგდონი და მისი ქალიშვილი ბეი-ოფ-აილენდსის ყურეში იახტით სასეირნოდ გაემართნენ, მაგრამ შტორმმა იახტის საჭე დააზიანა და ისინი ღია ზღვაში აღმოჩნდნენ.

”საჭის გარეშე ძალიან ცოტა არჩევანი გვქონდა. კარგ ამინდს ველოდებოდი, მაგრამ უშედეგოდ. ზღვამ სამხრეთისკენ გაგვიტაცა”, - აღნიშნა მენგდონმა. თუმცა მას იმედი არ დაუკარგავს და გადაწყვიტა 6-მეტრიანი იახტა ავსტრალიისკენ ტასმანიის ზღვის გავლით მიემართა, რადგან ეს გზა მან უსაფრთხოდ მიიჩნია. შედეგად ორი დღის წინ მათ სიდნეიდან 230 კილომეტრის დაშორებით მდებარე პორტამდე მიაღწიეს. 

მამაკაცსა და მის ქალიშვილს სამაშველო სამსახურები ერთ თვეზე მეტ ხანს ეძებდნენ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე