პესკოვი: კრემლს ტრამპზე არანაირი კომპრომატი არ აქვს

საქართველო, თბილისი - 15:11 | 11.01.2017
ნანახია: 1188

კრემლს არც დონალდ ტრამპსა და არც ჰილარი კლინტონზე კომპრომატები არ აქვს. ამის შესახებ პუტინის პრეს-მდივანმა განაცხადა.

„მსგავსი რამ არავინ უნდა დაიჯეროს, რადგანაც ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი და ფაბრიკაცია. კრემლი არავისზე აგროვებს კომპრომატებს,“-აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

მანამდე CNN-მა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რიმლის მიხედვითაც, რუსეთის სპეცსამსახურები ტრამპზე პირადი და ფინანსური სახის კომპრომატს ფლობენ. ამავე ინფორმაციით, რუსებმა ამერიკის  არჩეულ პრეზიდენტზე კომპრომატები  მოსკოვში მისი 5-დღიანი ვიზიტისას მოიპოვეს, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ჩანაწერებიც. დონალდ ტრამპი CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას  სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა  და კუდიანებზე პოლიტიკურ ნადირობად “ შეაფასა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე