ტრამპს მოსკოველ მეძავებთან კავშირში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 13:37 | 11.01.2017
ნანახია: 1304

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ირგვლივ მორიგი სკანდალი აგორდა.

ამერიკული მედიის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რესპუბლიკელი 2013 წელს მოსკოვში ყოფნისას მეძავების მომსახურებით სარგებლობდა.

ინტერნეტპორტალის BuzzFeed-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოთხი წლის წინ დონალდ ტრამპი რუსეთის დედაქალაქში სასტუმრო Ritz Carlton-ში ცხოვრობდა, სადაც მეძავებთან ერთობოდა. როგორც გამოცემა წერს, ტრამპის ვიზიტისას სპეცსამსახურებმა მის ნომერში დაამონტაჟეს მიკროფონები და ვიდეოკამერები, რათა კომპრომატისთვის მიეგნოთ.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ეს ინფორმაცია უარყო და ”ტვიტერში” დაწერა: ”ფაბრიკაცია -ტოტალური პოლიტიკური ნადირობა კუდიანებზე”.

ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა WikiLeaks-მაც. გამოცემამ აღნიშნა, რომ გავრცელებული ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე