ჯორჯ ლუკასი ლოს-ანჯელესში ”ვარსკვლავური ომების” მუზეუმს ააშენებს

საქართველო, თბილისი - 12:53 | 11.01.2017
ნანახია: 1320

ამერიკელი კინორეჟისორი ჯორჯ ლუკასი ლოს-ანჯელესში ნარატიული ხელოვნების მუზეუმს ააშენებს. რეჟისორი დაწესებულებას ფანტასტიკური საგის ”ვარსკვლავური ომების” გადაღებებიდან საკუთარ კოლექციაში არსებულ ქსპონატებს გადასცემს.

The Los Angeles Times-ის ცნობით, ლუკასი პროექტისთვის ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს. ექსპონატებს შორის, რომლებსაც რეჟისორი მუზეუმს გადასცემს, იქნება დარტ ვეიდერის ორიგინალური ნიღაბი და ამერიკელი მხატვრის ნორმან როქველის ნამუშევრები.

მუზეუმში გამოფენენ ორიგინალურ კოლექციას არამხოლოდ ”ვარსკვლავური ომების” გადასაღები მოედნიდან, არამედ სხვა ლეგენდარული ჰოლივუდის ფილმების შექმნის პროცესში გამოყენებულ ნივთებსაც.

მანამდე რეჟისორი მუზეუმის გახსნას ჩიკაგოში აპირებდა, თუმცა 2014 წლის ნოემბერში მოძრაობა ”პარკის მეგობრების” აქტივისტების ჯგუფი ქლაქში მუზეუმის აშენების წინააღმდეგ გამოვიდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე