ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხულიგნობასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

საქართველო, თბილისი - 15:13 | 22.09.2015
ნანახია: 2110

  ბათუმის საქალაქო სასამართლომ, გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები  და პოლიციელის  განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ დევაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 27 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, დისკო-კლუბ „ლეგას“-ში,  არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს შელაპარაკება მოუვიდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების  თანამშრომელ  თარაშ  მუკბანიანთან. ჩხუბის დროს რამაზ დევაძემ თარაშ მუკბანიანს წაართვა სამსახურებრივი იარაღი და  შურისძიების მიზნით, იარაღიდან გასროლით თავის არეში მიაყენა  ჭრილობა. მიღებული ჭრილობისგან თარაშ  მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

   სამართალდამცველებმა რამაზ დევაძე იმავე დღეს საქართველო-თურქეთის საზღვარზე იმ დროს დააკავეს როდესაც იგი მიმალვას აპირებდა.

  სასამართლომ რ.დევაძე დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე