ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 5 არაბი დიპლომატი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:42 | 11.01.2017
ნანახია: 1312

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ხუთი დიპლომატი ემხვერპლა ავღანეთში გუშინ მომხდარ აფეთქებას. ამის შესახებ ”ასოშიეიტედ პრესი” გაერთიანებული საემიროების ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის ქალაქ ყანდაღარში აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაიჭრა. აფეთქება ყანდაღარის პროვინციის გუბერნატორის სახლში მოხდა. დაჭრილთა შორის ავღანეთში არაბეთის გაერთიანებული საემიროების ელჩიც იყო.

ავღანეთში მდგომარეონა ბოლო თვეების განმავლონაში ძალიან გამწვავდა. მოძრაობა ”თალიბანი”, ქვეყნის მსხვილ ქალაქებზე იერიშებს ახორციელებს. ავღანეთის ტერიტორიაზე გააქტიურებულნი არიან ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებიც.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე