ივანიშვილი: მარგველაშვილს მოუწევს განმარტებების გაკეთება

საქართველო, თბილისი - 21:07 | 24.10.2015
ნანახია: 1708

მარგველაშვილს მოუწევს განმარტებების გაკეთება, - ამის შესახებ "ქრონიკასთან" საუბარში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ყოფილმა პრემიერმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადება გააკრიტიკა და აღნიშნა, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბრობს, ”ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს.

”აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იყო პრეზიდენტის გამოსვლა და კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზა საზოგადოებას. კიდევ ერთ გაუგებრობაში მოყვა ეს კაცი. კაცმა, რომელსაც კონსტიტუციით ევალება კონსტიტუციური ბალანსი, დაარღვია კანონი. კანონის სადარაჯოზე მდგომად უნდა თავი მოგვაწონოს და ამ დროს თვითონ არღვევს მას თავისივე გამოსვლაში – მარგველაშვილს არ აქვს უფლება მოსამართლეს მიანიშნოს. ისივე როგორც, არ ჰქონდა უფლება განაცხადოს ის, რომ რაღაც ხდება. სხვათა შორის, ხიდაშელმა უპასუხა ძალიან კარგად. მე უფრო მწვავედაც ვუპასუხებდი...მას მოუწევს განმარტებების გაკეთება. ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც ხატავს სიტუაციას, რომ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიდის ქვეყანა, უნდა რომ მხარი მხოლოდ ამ დაუძლურებულ ძალას დაუჭიროს და "გააპრაოს",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე