საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩიეს - ზვიად ქორიძე

საქართველო, თბილისი - 14:44 | 06.01.2017
ნანახია: 1582

მედია ექსპერტ ზვიად ქორიძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს, გენერალურ დირექტორად, მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია.
”სამწუხარო რეალობაა. საბჭომ დღეს გადაწყვეტილება მიიღო სწორედაც პოლიტიკური მიკერძოებულობის ნიშნით. საბჭომ პრაქტიკულად მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის ორიენტირებული იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული ინსტიტუცია რაღაც პერიოდით კიდევ ვერ განვითარდეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭომ დღეს მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია გენერალურ დირექტორად, ადამიანი, რომელიც გასაუბრების დროს ღიად საუბრობდა თავის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე, რომელიც მას არ უქმნის უხერხულობას. დღეს აღმოჩნდა, რომ ეს საბჭოსაც არ უქმნის უხერხულობას. ჩვენ პრაქტიკულად შეიძლება აღმოვჩნდეთ ფაქტის წინაშე, რომ გვქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიული კუთვნილებით’, - განაცხადა ქორიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი 6 წლის ვადით, ვასილ მაღლაფერიძე გახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე