მიხეილ სააკშვილი: ვერავინ შეძლებს ჩვენი ქვეყნის გაბანძებას, როგორც ეს მტერს უნდა

საქართველო, თბილისი - 12:10 | 24.10.2015
ნანახია: 1560

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს მძიმე დღეები უდგას, ცდილობენ ისევ შეგვათრიონ იმ ჭაობში, საიდანაც ამოვძვერით, მაგრამ ვერანაირი მანიაკალური არსებები, ვერანაირი მცდელობა ჭორვილიზაციის ვერ შეძლებს ჩაკლას ერში თავისუფალი სიტყვის სიყვარული. ჩვენ ყველა ამ დაბრკოლებას გადავლახავთ. რუსთავი 2 იქნება თავისუფალი და საქართველო იქნება თავისუფალი. ვერავინ შეძლებს ჩვენი ქვეყნის გაბანძებას, როგორც ეს მტერს უნდა. უნდა გვახსოვდეს, რომ სიცრუით მოსული, ბოროტებაზე დაფუძნებული ძალები არიან ძალიან სუსტები და განსაკუთრებით ამ მომენტში. ამიტომ არ ღირს მათი შიში, მათ არაფერი უჭირავთ ხელში, რომ თქვენ დაგაშინონ. მე მჯერა ქართული საზოგადოების სიბრძნის და მათ შორის ჩვენი ახალგაზრდობის პატროტიზმის და თავისუფლების სიყვარულის. ყველანაირი მცდელობა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის არის განწირული. თავის დროზე, ჩემი პრეზიდენტობის დროს, როდესაც ერთ-ერთი ტელეარხი, რომელიც რუს ოლიგარქს ეკუთვნოდა რამდენიმე დღით დაიხურა, მაშინ მე გადავდექი. თუ ასეთ რამეზე მიდიხარ, მაშინ ამას აქვს ძალიან დიდი შედეგები ყველასთვის და პირველ რიგში ხელისუფლებისთვის. ამიტომ, არავის ვურჩევ რუსთავი 2-ზე შეხებას, რადგან რუსთავი 2 არის სიმბოლო თავისუფალი სიტყვის, ეს არის სიმბოლო ქართული სახელმწიფოებრიობის, ყოველგვარი პარტიულობისა და მიკერძოებულობის გარეშე. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ პარტიაშია, უნდა გვესმოდეს გვინდა თუ არა ჩვენ საქართველოს ჰქონდეს მომავალი თუ გვინდა, საქართველო იყოს გაბანძებული და დამცირებული? რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს მომავალი და ამ მომავალს ჩვენ ვერანაირი გარე თუ შიდა ძალა ვერ წაგვართმევს. დარწმუნებული ვარ გამარჯვება დარჩება თავისუფლების და საქართველოს მხარეს“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე