ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დღეს დაიხურება

საქართველო, თბილისი - 15:17 | 24.10.2015
ნანახია: 1970

24 ოქტომბერს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკლურ-კულტურულ ცენტრში ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ დასკვნითი კონცერტი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

კონცერტში მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი; სოლისტები - ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი; დირიჟორი - ვახტანგ კახიძე. კონცერტზე შესრულდება ცნობილი ქართველო კომპოზიტორის სულხან ცინცაძის მუსიკა კინოფილმებისთვის.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 20 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. რიგით 23-ე ფესტივალის პროგრამა 9 საკონცერტო საღამოს მოიცავდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე