ერდოღანი პუტინს ესაუბრა

საქართველო, თბილისი - 10:35 | 20.12.2016
ნანახია: 1538

თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის ფაქტს გმობს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოკლული დიპლომატის ოჯახსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკვე მიუსამძიმრა.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მომხდარის გამოსაძიებლად ერთობლივი ღონისძიებები გატარდება. თურქეთის ლიდერის თქმით, მომხდარი არის პროვოკაცია მათი მხრიდან, ვისაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისთვის ზიანის მიყენება სურს.

მისივე განცხადებით, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის და ვისაც სურდა ამ კავშირისთვის ზიანის მიყენება, მიზანს ვერ მიაღწევს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე