ბერლინში ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 09:48 | 20.12.2016
ნანახია: 1457

ტერორისტული აქტი ბერლინში   - დაიღუპა 12 ადამიანი, 48 დაშავებული კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ტერორისტული აქტი ბერლინის ცენტრში, ბრაიტშაიდპლატცეს მოედანზე, საშობაო ბაზრობაზე მოხდა. სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა - დაიღუპა 12 ადამიანი, 48 დაშავებული კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

საქმე ტერორისტული აქტის მიმართულებით აღიძრა. მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამის დააკავა. გარდაცვლილი იპოვეს სატვირთოში მჯდომი კიდევ ერთი მამაკაცი. ვრცელდება იფნრმაცია, რომ სატვირთო მანქანა, რომელიც საშობაო ბაზრობაზე შევარდა, პოლონურ კომპანიას ეკუთვნოდა.

კომპანია კი აცხადებს, რომ მანქანა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე გაიტაცეს. ამჟამად პოლიცია დაკავებულის შესახებ არ ავრცელებს ინფორმაციას, თუმცა, ცნობილია, რომ მას კითხავენ. მთელი ღამის განმავლობაში საშობაო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას გადაკეტილი ქონდა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 20:14 საათზე მოხდა. საათში 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა და 50-80 მეტრი გაიარა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მომხდარი  შინაგან საქმეთა სენატორთან და ბერლინის მერთან განიხილა. გერმანიის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა მომხდარს ბერლინისთვის და მთელი გერმანიისთვის საშინელი საღამო უწოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე