დამასკოელი გოგონები სელფებს ალეპოს ნანგრევების ფონზე იღებენ - სულისშემძვრელი ფოტოები

საქართველო, თბილისი - 12:41 | 19.12.2016
ნანახია: 1796

ადამიანური ტრაგედიის ფონზე ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ გაეროს ბოლო მონაცემებით, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, და საიდანაც ამ დროისათვის უმძიმეს პირობებში ხორციელდება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, სირიის დედაქალაქის მცხოვრებლები სპეციალურად ჩადიან და ტრაგედიის ადგილებში მხიარულ ფოტოებს იღებენ. 

დამასკოელი გოგონები საგანგებოდ ჩადიან ალეპოში და ოდესღაც ულამაზესი ქალაქის ნანგრევების ფონზე სელფებს იღებენ.

გასეირნება ქალაქში, რომელიც აღარ არსებობს

როგორც Milliyet-ი წერს, ტურისტული ტური, სირიის ტურიზმის სამინისტრომ მოაწყო.

მსოფლიოს ულამაზესი ცენტრი -მერვე საუკუნის ძეგლი, მეჩეთებით, სასახლეებითა და სხვა კულტურული ღირშესანიშნაობებით, მიწასთან არის გასწორებული.

ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის ოპერაცია 15 დეკემბერს დაიწყო. ამ მომენტიდან ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა. ევაკუაცია შეფერხებებით მიმდინარეობს, სირიის ხელისუფლება და ამბოხებულები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხემბის დარღვევაში ერთმანეთს გამუდმებით ადანაშაულებენ.  

ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილს ოთხი წლის განმავლობაში ამბოხებულები აკონტროლებდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის ალყაში იმყოფებოდა. სირიის ხელისუფლებამ ქალაქზე კონტროლი 13 დეკემბერს აღადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე