2016 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 74 ჟურნალისტი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:47 | 19.12.2016
ნანახია: 1435

საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" მონაცემებით, 2016 წელს მოვალეობის შესრულების დროს 74 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აღნიშნავს, რომ 2015 წელს 101 ჟურნალისტი დაიღუპა.

2016 წელს ყველაზე მეტი - 19 ჟურნალისტი სირიაში მოკლეს, ავღანეთში - 10, მექსიკაში - 9, ერაყში - 7  და იემენში - 5.

ამავე ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს მსოფლიოში 348 ჟურნლისტი დააკავეს, რაც გასულ წელთან შედარებით, 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მხოლოდ თურქეთში, დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობა წელს 22%-ით არის გაზრდილი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე