ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განახლდა

საქართველო, თბილისი - 11:08 | 19.12.2016
ნანახია: 1339

ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განახლდა. გუშინ საღამოს ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილი 350-მა ადმიანმა დატოვა. ისინი ქალაქის სხვა რაიონებში ან იდლიბის პროვინციაში გადავიდნენ.

ლონდონში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა მოსახლეობის ევაკუაციის ფაქტი დაადასტურა. მათი ინფორმაციით, ალეპო ხუთმა ავტობუსმა და სასწრაფო დახმარების ორმა მანქანამ დატოვა.

მანამდე გაეროს უშიშროების საბჭომ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის რეზოლუციის პროექტი შეათანხმა. ამ საკითხზე კენჭისყრა 19 დეკემბერს გაიმართება.

ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის ოპერაცია 15 დეკემბერს დაიწყო. ამ მომენტიდან ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა. ევაკუაცია შეფერხებებით მიმდინარეობს, სირიის ხელისუფლება და ამბოხებულები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხემბის დარღვევაში ერთმანეთს გამუდმებით ადანაშაულებენ.  

ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილს ოთხი წლის განმავლობაში ამბოხებულები აკონტროლებდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის ალყაში იმყოფებოდა. სირიის ხელისუფლებამ ქალაქზე კონტროლი 13 დეკემბერს აღადგინა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე